Logo

ვოლოდიმირ ზელენსკი ფინეთში ჩავიდა

უკრაინა
489
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფინეთში ჩავიდა. ის ჰელსინკს ფინელი კოლეგის საული ნიინისტეს მიწვევით ესტუმრა.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის ჩამოსვლის გამო, ჰელსინკის ცენტრში მოძრაობა გადაკეტილია. პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე ვერტმფრენები მორიგეობენ. 

 

ფინეთის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, დაგეგმილია მოლაპარაკებები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საული ნიინისტეს შორის. საუბარი შეეხება თავდაცვით ბრძოლას და უკრაინის მიმართ ფინეთის მხარდაჭერას, ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერთობებს და გლობალურ გეოპოლიტიკურ ვითარებას.

 

შეხვედრები გაიმართება ფინეთის პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.

 

ადგილობრივი მედია წერს, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა ერთი საათით გადაიწია, თუმცა მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

Advertisement