Logo

“ვფიქრობ, ეს იყო იმედგაცრუების დღე საქართველოსთვის”

პოლიტიკა
10.07.2021 / 14:35
Frontnews image description

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა თბილისში, 5 ივლისს განვითარებული მოვლენები შეაფასა და ამ დღეს “იმედგაცრუების დღე“ უწოდა.

“ეს ძალიან სამწუხარო, სევდიანი დღე იყო საქართველოსთვის. აშშ-მა რთული სამუშაო შეასრულა სამართალდამცავ სტრუქტურებთან ერთად, რათა გაეუმჯობესებინა მათი უნარები აქციების მართვაში. ამიტომ, იმედგაცრუებული დავრჩით, რადგან ეს ცოდნა და აღჭურვილობა არ იყო გამოყენებული, როდესაც ნათელი გახდა, რომ ამ ხალხში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ძალადობდნენ.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს არ უჭერს ძალადობას არც ერთ ვითარებაში. რა თქმა უნდა, არ უჭერს მხარს ძალადობრივ ქმედებებს მოქალაქეების, ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთ მოვალეობას ასრულებენ. ვფიქრობ, ეს იყო იმედგაცრუების დღე საქართველოსთვის და ბევრმა ადამიანმა უკვე გააკეთა კომენტარი თუ რაოდენ განსაცვიფრებელი იყო იმის ხილვა, რომ ქვეყანა, რომელიც, როგორც წესი, იცავს ადამიანის უფლებებს, ცნობილია ტოლერანტობით, უკან დგამს ნაბიჯებს ამ ღირებულებებისგან”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

თაგები:

Advertisement