Logo

“ვფიქრობ, რომ დღეს არ დამთავრდება ეს შეთახმებით, მოლაპარაკებები მიდის რთულად”

საზოგადოება
1326
Frontnews image description

პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს, მედიატორის როლი კი სწორედ ისაა, ორივე მხარის პოზიციები შეაჯეროს. 

"ვფიქრობ, რომ დღეს არ დამთავრდება ეს შეთახმებით, იმიტომ რომ, დღეს არის მომდევნო ფაზა სამუშაო პროცესის. ალბათ ხვალაც იქნება შეხვედრა, ან კიდევ შემდგომი შეხვედრა დაგვჭირდება. მოლაპარაკებები მიდის რთულად და არა მარტივად, ორივე მხარეს გვაქვს ბევრ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები, მაგრამ მოდერატორის ფუქნცია ეს არის, რომ შეაჯეროს ეს პოზიციები. 

ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის დღეს პრიორიტეტული არის, რომ შეთანხმება გაფორმდეს ყველას შორის, ყველას მონაწილეობით და არა ვინმესთან ცალკე, ან ერთთან, ან ორთთან, ამიტომ მსჯელობა იმაზე, რომ ვინმე ცალკე რამეს იზამს და ასე იზამს, ამ ეტაპისთვის აბსოლუტურად არასწორია"-განაცხადა ვაშაძემ.

თაგები:

Advertisement