“ვქმნით ორგანიზებულ საზოგადოებრივ ძალას, რომელიც იტვირთებს სამოქალაქო კონტროლის ფუნქციას”


ავტორი
Front News საქართველო
ვქმნით ორგანიზებულ საზოგადოებრივ ძალას, რომელიც იტვირთებს სამოქალაქო კონტროლის ფუნქციას და არ დაუშვებს ქვეყნის ცივილიზებული განვითარების არჩევანიდან გადახვევას, – ამის შესახებ აღნიშნულია „საქართველოს მარადისობის დღის“ დაფუძნების ორგანიზატორების განცხადებაშია აღნიშნული, რომლებიც ევროპის მოედანზე აქცია-მსვლელობას აწყობენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უკიდურესად დესტრუქციული ძალები და მათ მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებები მოქმედებენ ყოველგვარი სამართლებრივი თუ ეთიკური წესების გარეშე და ემსახურებიან ყველაფრის ფასად ძალაუფლების ხელში ჩაგდების ძალიან საშიშ და მავნებლურ ამოცანებს.
„პოლიტიკურად ანგაჟირებული მცირერიცხოვანი რადიკალური ჯგუფების მიერ თბილისის ქუჩებში განხორციელებული დემონსტრაციული ძალადობა და ადამიანის შეურაცხყოფა და მათთან უშუალო კავშირში მყოფი კარგად დაფინანსებული მედიასაშუალებების მიერ საკუთარ ეკრანზე ყოველდღიურად მოწყობილი ბაკქანალია, მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსტიტუტების დემორალიზაციას და მოშლას. იმას, რასაც საზოგადოება ხედავს ქართულ მედიასივრცეში: აღვირახსნილი პროპაგანდა, ყალბი ცნობების (FAKE news_copy) გავრცელება, ცილისწამება, ადამიანის ცნობიერებაზე მანიპულირება, ფსიქოლოგიური და მორალური წნეხი, მასობრივი პანიკის დათესვის მცდელობა, არაფერი აქვს საერთო ჯანსაღი კრიტიკისა და სიტყვის თავისუფლების ღირებულებებთან და ავანტიურისტი პოლიტიკოსების სოციალური და პოლიტიკური რევანშის დაუოკებელ წყურვილს ემსახურება. არსებულ მდგომარეობას ამძიმებს პანდემია, გამწვავებული სოციალურ – ეკონომიკური ფონი და ხელისუფლების უსუსურობა განახორციელოს სახელმწიფოს სუვერენული უფლება: დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უზრუნველყოს სტაბილურობა. ვაცნობიერებთ, რომ ამგვარმა დესტრუქციულმა პროცესებმა და ხელისუფლების არაეფექტურმა მართვამ ქვეყანაში ქაოსი და განუკითხაობა შეიძლება გამოიწვიოს და მოვითხოვთ: ხელისუფლებამ შეასრულოს ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და უზრუნველყოს წესრიგი, კანონის უზენაესობა, მშვიდობა და თითოეული ადამიანის ღირსების დაცვა. ჩვენ, საზოგადოების აქტიური ნაწილი, ჩვენი მხრივ, ვქმნით ორგანიზებულ საზოგადოებრივ ძალას, რომელიც იტვირთებს სამოქალაქო კონტროლის ფუნქციას და არ დაუშვებს ქვეყნის ცივილიზებული განვითარების არჩევანიდან გადახვევას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს