
ავტორი
Front News საქართველო
თქვენი ძალისხმევა არის ნამდვილად დიდი და მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს ისეთი შედეგის დადება ევროპაში, რაც თქვენ გაქვთ, ეს ძალიან საამაყოა, - ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სერბეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
"ჩემთვის საოცარი იყო აღმომეჩინა, რომ ღვინის მიმართულებით ტურიზმის გარდა, თქვენ სათხილამურო ტურიზმიც გქონიათ. ეს ჩემთვის სიახლე იყო. ეს თქვენი სათხილამურო ინფრასტრუქტურა ევროპის ინფრასტრუქტურის მსგავსია, ბევრს უყვარს საქართველოში ჩამოსვლა, ბევრს უყვარს საქართველო მრავალი მიზეზის გამო. კიდევ ერთხელ მინდა, საქართველოს ვუსურვო დიდი წარმატება მომავალში. ძალისხმევა ნამდვილად შესაშური. თქვენი ძალისხმევა არის ნამდვილად დიდი და მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს ისეთი შედეგის დადება ევროპაში, რაც თქვენ გაქვთ და ეს მთლიანი შიდა პროდუქტის წილი იქნება თუ სხვა მაჩვენებელი, ძალიან საამაყოა. ვისურვებდი, რომ მსგავსი წარმატება ყველა მიმართულებით ჰქონოდეს ჩემს ქვეყანას. დიდი მადლობა ასეთი თბილი მიღებისთვის და იმედი მაქვს, რომ თქვენც, როდესაც ჩვენთან ჩამობრძანდებით, სახლში გაგრძნობინებთ თავს. ძალიან დიდი მოგონებები მიმყვება თბილისიდან, მადლობა მეგობრობისთვის და ჩვენი ერების ასეთი ურთიერთობებისთვის“, - განაცხადა ალექსანდრე ვუჩიჩმა.
თაგები:
ალექსანდარ ვუჩიჩი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს