
ავტორი
Front News საქართველო
არ იქნებოდა ქართველიშვილი, ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოჩნდებოდა ვინმე სხვა, ვინც მსგავს განაცხადს გააკეთებდა, რადგანაც აქ ბოლო დროს განვითარებული პროცესების ლოგიკამ გამოიწვია ეს ყველაფერი, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
"MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ ახალი “სახალხო მოძრაობის” დაფუძნებაზე დიდი და პატარა „აკაცუკების“ რეაქციებმა გამახსენა ვარლამ არავიძის ფრაზა: „დაფრთხნენ მოხუცები!?“ ცნობილი ფილმიდან „მონანიება“.
თუკი ირონიის გარეშე შევხედავთ, გვაქვს სიტუაცია, როდესაც „ქვას შეხვდა ქვა.“ მე თუ მკითხავთ, არ იქნებოდა ქართველიშვილი, ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოჩნდებოდა ვინმე სხვა, ვინც მსგავს განაცხადს გააკეთებდა, რადგანაც აქ ბოლო დროს განვითარებული პროცესების ლოგიკამ გამოიწვია ეს ყველაფერი.
დიახ, ეს საქართველოა თავის კულტურულ-ცნობიერი ლიბერალური და კონსერვატიული პარადიგმებით“, - წერს ანჯაფარიძე.
თაგები:
ზაალ ანჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს