ზაალ ანჯაფარიძე - ასეთი ტყუილებით ცდილობენ თავიანთი შეთხელებული მომხრეების გამოკვებას და ეს არის სწორედ მათი დეგრადაციის უტყუარი ნიშანი


ავტორი
Front News საქართველო
"რადიკალურმა ოპოზიციამ, რომელიც საქართველოს არჩეული ხელისუფლების საერთაშორისო ლეგიტიმაციაზე აპელირებს, როგორც მის ბოლო მაშველ რგოლზე, მორიგი მწარე იმედგაცრუება განიცადა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გაეროს მაღალი ტრიბუნიდან მსოფლიოს მიმართა. ეს იყო სწორედ ლეგიტიმაციის აღიარება",- ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, პრეზიდენტმა გააჟღერა ის გზავნილები, რაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის ნებას ასახავდა და ასევე ასახავდა თავად გაეროს სულისკვეთებას.
"რადიკალურმა ოპოზიციამ, რომელიც საქართველოს არჩეული ხელისუფლების საერთაშორისო ლეგიტიმაციაზე აპელირებს, როგორც მის ბოლო მაშველ რგოლზე, მორიგი მწარე იმედგაცრუება განიცადა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გაეროს მაღალი ტრიბუნიდან მსოფლიოს მიმართა. ეს იყო სწორედ ლეგიტიმაციის აღიარება.
მან გააჟღერა ის გზავნილები, რაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის ნებას ასახავდა და ასევე ასახავდა თავად გაეროს სულისკვეთებას - დაამყაროს მშვიდობა, რასაც სამწუხაროდ, ვერ ახერხებს, დესტრუქციული ძალების წინააღმდეგობის გამო.
ამაზე გამწარებულმა ოპოზიციონერებმა ჯერ ქილიკი დაიწყეს პრეზიდენტის ქართულ ენაზე მიმართვის გამო და შემდეგ ჩვენი ენა შეურაცხყვეს, შემდეგ ჩვენი და აშშ-ის პრეზიდენტების ერთობლივი რეალური ფოტო ფოტოშოპად გაასაღეს და იკადრეს ყველაფერი უკადრებელი. ასეთი ტყუილებით ცდილობენ თავიანთი შეთხელებული მომხრეების გამოკვებას და ეს არის სწორედ მათი დეგრადაციის უტყუარი ნიშანი", - წერს ანჯაფარიძე.
თაგები:
ზაალ ანჯაფარიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს