ზაალ ანჯაფარიძე - აშშ საქართველოს მსგავს პატარა ქვეყნებთან "გადატვირთვის" პოლიტიკას არ აწარმოებს, რადგანაც დარწმუნებულია, რომ ასეთ ქვეყანაში თავისას ისედაც გაიტანს


ავტორი
Front News საქართველო
ჰენრი კისინჯერის ცნობილ სიტყვებს "ამერიკის მტრობა შეიძლება საშიში იყოს, მაგრამ იყო ამერიკის მეგობრობა - საბედისწერო," სხვადასხვა კონტექსტში იგებენ, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ბოლოდროინდელი მოვლენები გვაჩვენებს, რომ ეს ფრაზა ზედგამოჭრილი აღმოჩნდა საქართველოსთვის, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, საქართველოსთვის ამ "მოცემულობის" რაიმე დადებითი კუთხით ცვლილების ნიშანწყალიც კი არ ჩანს უახლოეს პერსპექტივაში. ანჯაფარიძის თქმითვე, საქართველოს მსგავს პატარა ქვეყნებთან აშშ "გადატვირთვის" პოლიტიკას არ აწარმოებს, რადგანაც დარწმუნებულია, რომ ასეთ ქვეყანაში თავისას ისედაც გაიტანს.
"ჰენრი კისინჯერის ცნობილ სიტყვებს "ამერიკის მტრობა შეიძლება საშიში იყოს, მაგრამ იყო ამერიკის მეგობრობა - საბედისწერო," სხვადასხვა კონტექსტში იგებენ, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ბოლოდროინდელი მოვლენები გვაჩვენებს, რომ ეს ფრაზა ზედგამოჭრილი აღმოჩნდა საქართველოსთვის. აშშ-სთან ურთიერთობის მხოლოდ 30 წლის თავზე გახდა ეს მოცემულობა განსაკუთრებით საგრძნობი, ხილული და ხელშესახები.
რაც ყველაზე მთავარია, ამ "მოცემულობის" ჩვენთვის რაიმე დადებითი კუთხით ცვლილების ნიშანწყალიც კი არ ჩანს უახლოეს პერსპექტივაში. და კიდევ, საქართველოს მსგავს პატარა ქვეყნებთან აშშ "გადატვირთვის" პოლიტიკას არ აწარმოებს, რადგანაც დარწმუნებულია, რომ ასეთ ქვეყანაში თავისას ისედაც გაიტანს", - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
თაგები:
ზაალ ანჯაფარიძე

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა