ზაალ ანჯაფარიძე - ბრიტანეთმა როგორც ჩანს, საქართველო ამოიღო სამიზნეში, ეტკინათ სიმართლე მათ ქმედებებზე


ავტორი
Front News საქართველო
"ბრიტანეთის საგარეო უწყებამ ლონდონში მყოფი საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გამოიძახა და პროტესტი გამოხატა მისი მთავრობის მიერ პარტნიორებისადმი, მათ შორის ბრიტანეთისადმი "ცრუ ბრალდებების და საჯარო თავდასხმების“ გამო", - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ბრიტანეთის ელჩს ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროში ესაუბრნენ ისე, როგორც იმსახურებდა და აგრძნობინეს, რომ დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყანაში იმყოფება ელჩად.
"ბრიტანეთის საგარეო უწყებამ ლონდონში მყოფი საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გამოიძახა და პროტესტი გამოხატა მისი მთავრობის მიერ პარტნიორებისადმი, მათ შორის ბრიტანეთისადმი „ცრუ ბრალდებების და საჯარო თავდასხმების" გამო".
ბრიტანეთმა როგორც ჩანს, საქართველო ამოიღო სამიზნეში, რომ ამით მაინც დაიკმაყოფილოს ნეოკოლონიალური ვნებები და პატარა ქვეყნებს გადაუარ-გადმოუაროს. ეტკინათ სიმართლე მათ ქმედებებზე საქართველოში, ეწყინათ, რომ ბრიტანეთის ელჩს ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროში ესაუბრნენ ისე, როგორც იმსახურებდა და აგრძნობინეს რომ დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყანაში იმყოფება ელჩად”, - წერს ანჯაფარიძე.
თაგები:
ზაალ ანჯაფარიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს