
ავტორი
Front News საქართველო
რადიკალურ ოპოზიციას და მის ექსპერტულ თუ სხვა "ბაბლს" უნდათ შიო III პატრიარქად აღსაყდრება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. რაც მოსალოდნელი იყო. სურთ პატრიარქი აიძულონ, რომ გამოვიდეს ციხეში მყოფი რადიკალების გათავისუფლების ინიციატივით, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ეს რომ ასე მოხდეს, “აქედან მიღებული მოჩვენებითი სარგებელი ვერ გადაწონის შესაძლო რეალურ ზიანს”.
“რადიკალურ ოპოზიციას და მის ექსპერტულ თუ სხვა "ბაბლს" უნდათ შიო III პატრიარქად აღსაყდრება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. რაც მოსალოდნელი იყო.
სურთ პატრიარქი აიძულონ, რომ გამოვიდეს ციხეში მყოფი რადიკალების გათავისუფლების ინიციატივით და იმედი აქვთ, რომ ხელისუფლება ხათრს ვერ გაუტეხავს და დაყაბულდება.
თუ რატომ სჭირდებათ მათი ციხიდან გამოშვება, ვფიქრობ, ყველასთვის გასაგებია და დამატებით ახსნას არ საჭიროებს.
პირდაპირ ვიტყვი, ძალიან უკმაყოფილო დავრჩები თუ ხელისუფლება ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს. არაერთხელ დამიწერია და მითქვამს, რომ აქედან მიღებული მოჩვენებითი სარგებელი ვერ გადაწონის შესაძლო რეალურ ზიანს”, - წერს ანჯაფარიძე.
თაგები:
ზაალ ანჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს