ზაალ ანჯაფარიძე - ცრუ აღქმებზე დაფუძნებული პოლიტიკით, დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვერ შედგება

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს შესახებ ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში არაერთი ცრუ ინფორმაციაა და ბევრი მათგანი, რომ იტყვიან კომბინაცია "copy-paste" არის გადმოღებული აქედან გაგზავნილი ცრუდასმენებიდან, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე წერს სოციალურ ქსელში.
ანჯაფარიძის თქმით, ყველაზე ამაზრზენი ამ შემთხვევაში მარტა კოსის მიერ გაკეთებული განცხადება აღმოჩნდა, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება განსხვავებული აზრის გამო ხალხს ციხეში იჭერს.
"საქართველოს შესახებ ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში არაერთი ცრუ ინფორმაციაა და ბევრი მათგანი, რომ იტყვიან კომბინაცია "copy-paste" არის გადმოღებული აქედან გაგზავნილი ცრუდასმენებიდან.
ყველაზე უფრო ამაზრზენი იყო გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის ის ცრუ განცხადება, თითქოს საქართველოს ხელისუფლება განსხვავებული აზრის გამო აგზავნის ციხეში ხალხს. არადა, ყველამ ვიცით, რომ ის ხალხი ციხეში კონკრეტული და დადასტურებული დანაშაულის გამო მოხვდა, რომელიც ხშირად განზრახ ჩაიდინეს, რომ ევროპაში შესაბამისი აღქმები შეექმნათ.
ცრუ აღქმებზე დაფუძნებული პოლიტიკით კი ვერანაირი პროდუქტიული დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვერ შედგება“,- წერს ზაალ ანჯაფარიძე.
თაგები:
ზაალ ანჯაფარიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


