ზაალ ანჯაფარიძე - ვებპლატფორმა "პატრიოტები ევროპისათვის" აქვეყნებს ევროკომისიის მიერ ენჯეოებთან გაფორმებული კონტრაქტების შთამბეჭდავ მონაცემთა ბაზას


ავტორი
Front News საქართველო
ახლად შექმნილი ვებპლატფორმა "პატრიოტები ევროპისათვის" აქვეყნებს ევროკომისიის მიერ ენჯეოებთან გაფორმებული კონტრაქტების შთამბეჭდავ მონაცემთა ბაზას, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ვებგვერდზე ngotransparency.eu არაერთი საინტერესო ინფორმაცია თავმოყრილი, მათ შორის, როგორ ფინანსდებოდნენ მილიონობით ევროთი 2024 წლის ძალადობრივ აქციებში მონაწილე ქართული ენჯეოები.
"ახლად შექმნილი ვებპლატფორმა "პატრიოტები ევროპისათვის" აქვეყნებს ევროკომისიის მიერ ენჯეოებთან გაფორმებული კონტრაქტების შთამბეჭდავ მონაცემთა ბაზას. ამ სიაში არაერთ საინტერესო ინფორმაციას აღმოაჩენთ, თუ როგორ ფინანსდებოდნენ მილიონობით ევროთი ის ქართული ენჯეოები რომლებიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის ძალადობრივი აქციების ავანგარდში იყვნენ და აქტიურად მონაწილეობდნენ კიდეც. გასარკვევია, დაიხარჯა თუ არა ევროკავშირის ფული ამ აქციებზე. დიდი ალბათობით კი სხვათა შორის, ერთ-ერთი გრანტის - 2,982,125.00 ევროს მიმღები გახლავთ "აღმოსავლეთ ევროპული ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის", რომელსაც ბოლო დრომდე ხელმძღვანელობდა ახლად შექმნილი პოლიტიკური პარტიის "თავისუფლების მოედანი" ლიდერი ლევან ცუცქირიძე. უცნობია უთავსებს თუ არა ის პოლიტიკურ საქმიანობას ამ ორგანიზაციაში მონაწილეობას.
P.S. გრანტების უმრავლესობა გაცემულია 2024-2026 წწ ვადით. გრანტების შესახებ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, მომდევნო ტრანშებს ხელისუფლების თანხმობის გარეშე სავარაუდოდ ვერ მიიღებენ", - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
თაგები:
ზაალ ანჯაფარიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს