ზაალ ანჯაფარიძე - ზოგიერთ "პოლიტიკოსს" არ უნდა შეეგუოს და გაიგოს, რომ წარსულის რელიქტია, თან ბნელი წარსულის

ავტორი
Front News საქართველო
ბოკერიას გუშინდელი ბოდვა, თითქოს ხელისუფლება საქართველოს რუსეთთან პირისპირ ტოვებს, მისი პოლიტიკურ-მენტალური დეგრადაციის მორიგი გამოვლინებაა, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე „ფედერალისტების“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თქმითაც „ბიძინა ივანიშვილმა არსებითად ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობის საკითხი".
“ზოგიერთ "პოლიტიკოსს" არ უნდა შეეგუოს და გაიგოს, რომ წარსულის რელიქტია, თან ბნელი წარსულის. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ გიგა ბოკერია, რომელიც თავის თანამეცხედრესთან ერთად მხოლოდ გარე მხარდაჭერით ბოგინობს პოლიტიკურ ზედაპირზე.
ბოკერიას გუშინდელი ბოდვა, თითქოს ხელისუფლება საქართველოს რუსეთთან პირისპირ ტოვებს, მისი პოლიტიკურ-მენტალური დეგრადაციის მორიგი გამოვლინებაა. თუ უახლეს ისტორიას კარგად გავიხსენებთ, სწორედ ბოკერიას და მისი პოლიტიკური ბანდის პოლიტიკის გამო დარჩა საქართველო მარტო რუსეთთან პირისპირ 2008 წლის აგვისტოში და შედეგად ტერიტორიები დაკარგა.
წესით, ბოკერია ცოდვებს უნდა ინანიებდეს, მაგრამ ამასაც ხომ შნო და უნარი უნდა”, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
თაგები:
ზაალ ანჯაფარიძე




