
ავტორი
Front News საქართველო
არსებულ კოვიდვითარებაზე პასუხისმგებელია არა მხოლოდ ტიკარაძე, არამედ ხელისუფლება, მათ შორის პრემიერი, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზაალ უდუმაშვილმა ეკატერინე ტიკარაძის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შეფასებისას.
“რთულია გაიგო, მმართველი გუნდის კულუარებში რა ხდებოდა და ეკატერინე ტიკარაძე რატომ წავიდა თანამდებობიდან, მაგრამ ფაქტია, რომ დიდი ხანია, „ქართული ოცნების“ სხვადასხვა შტოს შორის დაპირისპირებაა.
ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტიკარაძე-ღარიბაშვილს შორის კარგი ურთიერთობები არ იყო, რაზეც სჯობს, მიზეზებზე თავად ისაუბრონ. ფაქტია, რომ ქვეყანაში კოვიდვითარება უმძიმესია, შედეგებიც ძალიან მძიმეა.
ხელისუფლება პანდემიის პერიოდში მოქმედებს საკუთარი პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე და არა იმის გათვალისწინებით, პანდემიის სამართავად რა იყო უკეთესი. არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებელია არა მხოლოდ ტიკარაძე, არამედ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს