
ავტორი
Front News საქართველო
ზაალ უდუმაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. გადაწყვეტილება პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღეს.
უდუმაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა 81-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ არც ერთი დეპუტატი წასულა.
“ნაციონალური მოძრაობა“ ზაალ უდუმაშვილს პარლამენტში ვერ ჩაანაცვლებს, რადგან პარტიას საარჩევნო სია ჩახსნილი აქვს. პარტიას პარლამენტში 29 დეპუტატი ეყოლება.
ზაალ უდუმაშვილი კი საქმიანობას “TV პირველში” გააგრძელებს. ის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იქნება და ასევე მენეჯერულ პოზიციაზე იმუშავებს.
უდუმაშვილი საინფორმაციო გამოშვებას 13 ივნისიდან წაიყვანს.
თაგები:
ზაალ უდუმაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს