ზალუჟნი – თვითმავალი ჰაუბიცები ნორვეგიიდან უკვე ფრონტის ხაზზეა და ანადგურებს მტერს


ავტორი
Front News საქართველო
M109A3 თვითმავალი ჰაუბიცები, რომელიც უკრაინას გადაეცა ნორვეგიის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების ფარგლებში, უკვე გამოიყენება ფრონტის ხაზზე, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.
“M109A3 თვითმავალი ჰაუბიცები, რომელიც ნორვეგიის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების ფარგლებში გადმოგვეა, უკვე წინა ხაზზეა, მაღალი სიზუსტით ურტყამს სამიზნეებს და ანადგურებს მტერს“, – განაცხადა ზალუჟნიმ.
მისივე თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა „მარტივად აითვისეს M109A3 ერთ კვირაში“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა ამ იარაღსა და საბჭოთა მოდელებს შორის მთავარი განსხვავება უწოდა იმას, რომ “ისინი შექმნილია ხალხისთვის”.
“მიუხედავად იმისა, რომ ეს თვითმავალი ჰაუბიცები წარმოებულია ჯერ კიდევ 1960-70-იან წლებში, მათ უკვე აქვთ საჭე ბერკეტების ნაცვლად და ავტომატურ გადაცემათა კოლოფი მექანიკურის ნაცვლად. ზამთარში, როდესაც კორპუსის გაყინვა შესაძლებელია. M109A3 ჰაუბიცებს აქვთ საბჭოთა ანალოგებთან შედარებით დიდი კალიბრი და უფრო მძლავრი საბრძოლო მასალა. სროლის მანძილი 22 კმ-მდეა, მაგრამ მომავალში ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ აქტიური სარაკეტო ჭურვები, რომლებიც გაზრდის ამ მანძილს”, – წერს ზალუჟნი.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს