Logo

ზალუჟნიმ ფრონტის ყველაზე რთული მიმართულება დაასახელა

უკრაინა
1293
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ახალი წლის პირველი სატელეფონო საუბარი ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს მარკ მილისთან გამართა. მოლაპარაკებების დროს ზალუჟნიმ ფრონტის ყველაზე რთული მიმართულება დაასახელა.

 

“მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს სვატოვო-კრემინას ხაზზე, ასევე ლისიჩანსკის მიმართულებით. ურთულესი ვითარება რჩება სოლედარ-ბახმუტ-მაიორსკის მონაკვეთზე. იქ მტერი ფაქტობრივად ცდილობს წინ წავიდეს თავისი გვამებით, მაგრამ თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები უდიდესი ძალისხმევის ფასად აკავებენ მტრის შეტევას“, – განაცხადა ზალუჟნიმ.

 

მისივე თქმით, დონეცკის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს ავდეევკას გარშემო პოზიციების დაკავება და კონტრშეტევითი ოპერაციების გაგრძელება.

 

“ჩვენ საიმედოდ ვმართავთ თავდაცვით ხაზებს ზაპოროჟიეს მიმართულებით და ვცდილობთ დავიცვათ ხერსონი მტრის დაბომბვისგან, პირველ რიგში, მშვიდობიანი მოსახლეობა და ქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურა. სიტუაცია ბელარუსის რესპუბლიკის საზღვარზე სრულად კონტროლდება”, – განაცხადა ზალუჟნიმ.

Advertisement