ზამურ ჭითანავა - ჩვენი მიზანია, თითოეული სოფლის პრობლემები მოვაგვაროთ და უზრუნველვყოთ განვითარების პროცესში თითოეული მოქალაქის აქტიური მონაწილეობა


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.
მერობის კანდიდატი, ამჯერად, დაბა კაზრეთისა და სოფელ ბალიჭის მოსახლეობას შეხვდა საქართველოს პარლამენტის წევრ დავით შერაზადიშვილთან, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატ ზვიად ჯაყელთან და პარტია „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის წევრებთან ერთად.
“მოქალაქეებთან დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათი სურვილები, შეხედულებები და საჭიროებები ქმნის იმ გზას, რომელსაც ჩვენი გუნდი მომავალში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში გაითვალისწინებს. ჩვენი მიზანია, თითოეული სოფლისა და დასახლებული პუნქტის რეალური პრობლემები ერთობლივად მოვაგვაროთ და უზრუნველვყოთ განვითარების პროცესში თითოეული მოქალაქის აქტიური მონაწილეობა”, - განაცხადა ზამურ ჭითანავამ.
თაგები:
ბოლნისი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს