ზამურ ჭითანავა - მჯერა, რომ ჩემს გუნდთან, ბოლნისელებთან ერთად, ყველა არსებულ გამოწვევას წარმატებით დავძლევთ


ავტორი
Front News საქართველო
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, "ქართული ოცნების“ ბოლნისის მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა ამომრჩეველთან აქტიურ კომუნიკაციას აგრძელებს.
ამჯერად, ჭითანავა სოფელ ფოლადაურს, სამწევრისსა და ზემო ბოლნისს ეწვია, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან სამომავლო გეგმები განიხილა, მოისმინა მათი საჭიროებები და იმსჯელა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე.
მერობის კანდიდატის თქმით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში უკვე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი მოგვარდა პარტია „ქართული ოცნების“ გუნდის მხარდაჭერით. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მოსახლეობას თანადგომისა და ნდობისთვის.
„მჯერა, რომ ჩემს გუნდთან, ბოლნისელებთან ერთად და ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობის დახმარებით, ყველა არსებულ გამოწვევას წარმატებით დავძლევთ“, – აღნიშნა ზამურ ჭითანავამ.
თაგები:
ბოლნისი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს