ზამურ ჭითანავა, საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატებთან და პროპორციული სიის წევრებთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს


ავტორი
Front News საქართველო
ბოლნისის მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა, საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატებთან და პროპორციული სიის წევრებთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
შეხვედრები გაიმართა ძეძვნარიანიში, იწრიაში, ფოცხვერიანისა და გეტაში. როგორც კანდიდატმა აღნიშნა, თითოეული შეხვედრა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან ისმენს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებსა და მომავლის ხედვებს.
"ჩვენი მიზანია, ბოლნისის თითოეულმა დასახლებამ იგრძნოს რეალური ცვლილება. გულწრფელი საუბრები გვაძლევს შესაძლებლობას, უფრო მკაფიოდ დავგეგმოთ ის პროექტები, რომლებიც შეეხება თითოეულ ოჯახსა და დასახლებულ პუნქტს, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, დასუფთავება, განათლება თუ კულტურული ცხოვრება“, - განაცხადა ზამურ ჭითანავამ.
შეხვედრებზე, ადგილობრივებთან ერთად დეტალურად განიხილეს სამომავლო გეგმები და ის მიმართულებები, რომელთა განვითარებაც მუნიციპალიტეტისა და მისი მცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანია.
თაგები:
ბოლნისი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს