ზაქარია ქუცნაშვილი – ჩემს სახლში იყოს ზვიადაური დაპატიმრებული, თუ რამეს დააშავებს მე ვიქნები პასუხისმგებელი

ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელიც ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურს თავდებში უდგება, სასამართლოს შესთავაზა, ბრალდებული ციხის ნაცვლად პატიმრობაში მის სახლში მოათავსონ.
როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, თუ სასამართლო მის თხოვნას დააკმაყოფილებს, ზვიადაურზე თავად იქნება პასუხისმგებელი.
“მე შემიძლია შემოვთავაზო სასამართლოს ჩემი საცხოვრებელი სახლი, სადაც ზვიადაური იცხოვრებს. მთელს სახლს დავუთმობთ. თუ უფლებას მოგვცემთ, ზურას მეუღლეს იქ მივიყვანთ. თუ საჭიროა, მე ვიცხოვრებ პირველ სართულზე და თუ გავალ ჩავიკეტავ და თუ მივალ გავიღებ. სახელმწიფო არ დახარჯავს ფულს. სისტემას არ დააწვება ახალი პატიმრის ბადრაგირების, სამედიცინო მოვლის, საკვების ხარჯი.
ნამყოფია ჩემს სახლში ბევრჯერ. თუ რამეს დააშავებს მე ვიქნები პასუხისმგებელი. ამაზე მკაცრი უზრუნველყოფის ზომა არ არსებობს. რასაც პროკურატურა ითხოვს, იმასვე ვითხოვ მე, ოღონდ ჩემს სახლში იყოს დაპატიმრებული. ეს სახლი მდებარეობს თბილისში, საირმის გორაზე”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.
თელავის რაიონულ სასამართლოში წინანდლის ტყეში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის პროცესი მიმდინარეობს, სადაც მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
თაგები:
ზურაბ ზვიადაური
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


