
ავტორი
Front News საქართველო
ამ შემთხვევამ მე მომაგონა 1989 წლის 9 აპრილი და მისი შემდგომი განვითარება, - ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, 1989 წელსაც არწმუნებდნენ მოქალაქეებს, რომ ქიმიური ნივთიერება არ გამოუყენებიათ მათ წინააღმდეგ.
"ამ შემთხვევამ მე მომაგონა 1989 წლის 9 აპრილი და მისი შემდგომი განვითარება. ის ბოროტების იმპერია - საბჭოთა კავშირი ყველანაირად ცდილობდა, გაემართლებინა ეს ადამიანების მკვლელობა და ამბობდა, რომ იქ არაფერი მომხდარა, თითქოს იქ ადამიანებმა ერთმანეთი გაჭყლიტეს ჭყლეტის დროს და ამის გამო დაიღუპნენ ქართველი პატრიოტები. მათ, ვინც ამბობდნენ, რომ ქიმიური იარაღი იყო გამოყენებული, ეძახდნენ გიჟებს, რადიკალებს, ისევე როგორც დღეს "ქოცები" უწოდებენ მოქალაქეებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ აქციების დარბევის დროს კანონსაწინააღმდეგო რამ იყო გამოყენებული.
ამავდროულად, პირველი შემთხვევაა, რომ "ოცნების" რეჟიმმა და მისმა რუსმა პატრონებმა ვერ გამართეს გზავნილები, ყოველდღე ურთიერთგამომრიცხავ რაღაცებს ამბობდნენ და ბოლოს გამოვიდნენ და თქვეს - გამოვიძიეთ და კითხვები აღარ არსებობსო. დარწმუნებული ვარ, საქმე საერთაშორისო გამოძიებამდე მივა", - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
თაგები:
ზაზა ბიბილაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს