Logo

ზაზა გახელაძე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება

Frontnews image description

საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობიდან გათავისუფლებული ზაზა გახელაძე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. 

 

გახელაძეს ერგნეთში პრემიერ-მინისტრი, შს მინისტრი, სუს-ის უფროსი და სასულიერო პირები დახვდნენ.

 

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, თავს მხნედ გრძნობს და სამომავლოდ ყველაფერზე ისაუბრებს.

 

ერთი წლის წინ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა.

თაგები:

Advertisement