ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით სოფელ ქვემო ჭალაში აქცია იმართება


ავტორი
Front News საქართველო
სოფელ ქვემო ჭალაში ზაზა გახელაძის მშობლიურ სოფელში მისი გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება.
არასამთავრობო ორგანიზაციები ოკუპანტების ტყვეობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს და მის ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ. ისინი საერთაშორისო საზოგადოებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.
"ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოვითხოვთ, იმის გაკეთებას, რასაც აქამდე არ აკეთებდნენ და შევახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ის მავთულხლართი, რომელიც აქვე ახლოსაა", – განაცხადა აქციის ერთერთმა ორგანიზატორმა დავით დონერიანმა.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს