ზაზა გოგავა – ახლა არის მომენტი, როდესაც შეუქცევადი გახდა უკრაინის გამარჯვება ქვეყნის გათავისუფლებისთვის


ავტორი
Front News საქართველო
ახლა არის მომენტი, როდესაც შეუქცევადი გახდა უკრაინის გამარჯვება ქვეყნის გათავისუფლებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა ზაზა გოგავამ ხერსონის ოლქის ოკუპანტებისაგან გათავისუფლების შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, წინსვლის მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჯერ კიდევ არ აქვთ მოსვენების დრო.
“გარდამტეხი მომენტი კი არა, ახლა არის მომენტი, როდესაც შეუქცევადი გახდა უკრაინის გამარჯვება ქვეყნის გათავისუფლებისათვის, ეს იყო ყველაზე დიდი ტერიტორია, რომელიც 24 თებერვლის შემდეგ ჩაიგდეს ხელში საოკუპაციო ძალებმა თავის მოსახლეობით. ეს მოსახლეობა მძევალი იყო ამ სამხედრო დამნაშავეების ხელში.
ის, რომ ამ ფრონტზე, აღმოსავლეთიდან სამხრეთის მიმართულებით არ წყდება დაძაბულობა, ეს მიანიშნებს, რომ ნამდვილად არ აქვთ საქმე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ისე, რომ გულზე ხელები დაიკრიფონ, უმაღლესი მთავარსარდალი ზელენსკი აცხადებს, რომ გასაწმენდია ეს ტერიტორია და ძალიან ბევრი “სიურპრიზი“ დახვდებათ იქ“, – განაცხადა ზაზა გოგავამ.
თაგები:
ზაზა გოგავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს