Logo

ზელენსკი – 21 დაღუპული და 48 დაშავებული, ყველა მშვიდობიანი მოქალაქე! არასოდეს ვაპატიებთ დამნაშავეებს

უკრაინა
624
Frontnews image description

ხერსონში რუსი ოკუპანტების თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი კვლავ გაიზარდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

“რკინიგზის სადგური და გადასასვლელი, სახლი, ტექნიკის მაღაზია, სასურსათო სუპერმარკეტი, ბენზინგასამართი სადგური – იცით, რა საერთო აქვთ ამ ადგილებს? სისხლიანი კვალი, რომელსაც რუსეთი ტოვებს თავისი ჭურვებით ხერსონში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვით”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

მისი თქმით, 21:09 საათისთვის ხერსონის ოლქში დაღუპულია 21 ადამიანი, დაშავდა 48.

 

“ყველა მშვიდობიანი მოქალაქე! ერთ არასრულ დღეში! ერთ ოლქში! ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ჩვენ არასდროს ვაპატიებთ დამნაშავეებს. ჩვენ დავამარცხებთ ბოროტ ქვეყანას და ვაიძულებთ ყველა დამნაშავეს აგოს პასუხი!”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

რუსებმა დღეს ხერსონში ჰიპერმარკეტის დაბომბეს. დაბომბვისას ასევე დააზიანეს რკინიგზის სადგური, სუპერმარკეტი და საბავშვო ბაღი.

Advertisement