Logo

ზელენსკი – 229-ე დღეა, ცდილობენ ჩვენს განადგურებას, ძალიან გთხოვთ, არ დატოვოთ თავშესაფრები

უკრაინა
393
Frontnews image description

10 ოქტომბერს უკრაინაზე განხორციელებულ მასიურ სარაკეტო თავდასხმას ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. უკრაინის პრეზიდენტი მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენას თხოვს.

 

“229-ე დღეა ცდილობენ ჩვენს განადგურებას და დედამიწის პირიდან აღგვას, ანადგურებენ ჩვენს ხალხს, რომლებსაც ზაპოროჟიეში სახლში სძინავთ. კლავენ ხალხს, ვინც სამუშაოდ მიდის დნეპერსა და კიევში.

 

არის სარაკეტო დარტყმები, სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაჭრილები. ძალიან გთხოვთ, არ დატოვოთ თავშესაფრები. გაუფრთხილდით საკუთარ თავს და თქვენს ოჯახებს. მოითმინეთ და იყავით ძლიერი”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

დღეს დილიდან კიევსა და უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ზუსტი მონაცემები ჯერ უცნობია. 

Advertisement