ზელენსკი – 24 თებერვლამდე არსებულ პოზიციებზე გასვლა უკრაინის გამარჯვება იქნება, შემდეგ გადავალთ მეორე ნაწილზე


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 24 თებერვლამდე არსებულ პოზიციებზე გასვლა უკრაინის გამარჯვება იქნება.
მისი თქმით, ეს იქნება იმის დემონსტრირება, რომ რუსეთმა უკრაინა ვერ დაიპყრო და უკრაინელებმა საკუთარი მიწების დაცვა შეძლეს.
“ამის შემდეგ გადავალთ მეორე ნაწილზე. მინდა, რომ რუსეთს აღმოაჩნდეს საკმარისი ჭკუა, რათა მეორე ნაწილი ჩვენ მოლაპარაკების მაგიდასთან გავმართოთ და ამ მოლაპარაკების შედეგად სამართლიანობა საბოლოოდ აღდგეს. ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ ჩვენ უნდა დავასრულოთ.
გამარჯვებას ბრძოლაში მივაღწევთ, მაგრამ ომს დიპლომატია დაასრულებს. ამაში დარწმუნებული ვარ. იმიტომ რომ ზოგიერთი საკითხის გადაჭრა სხვაგვარად შეუძლებელია. ჩვენ ყველაფრის დაბრუნება გვინდა, რუსეთს კი არაფრის დაბრუნება არ სურს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს