Logo

ზელენსკი 6 ივნისს საფრანგეთს ეწვევა

უკრაინა
1387
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 6 ივნისს საფრანგეთს ეწვევა და ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონს შეხვდება.

 

როგორც ელისეის სასახლეში აღნიშნეს, ზელენსკი საფრანგეთში ჩავა და ნორმანდიაში მოკავშირეთა დესანტის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

 

7 ივნისს კი უკრაინის სახელმწიფოს მეთაური ელისეის სასახლეში ფრანგ კოლეგას შეხვდება.

 

იმავე დღეს ზელენსკი სიტყვით გამოვა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში (პარლამენტის ქვედა პალატა). ის ასევე შეხვდება ეროვნული ასამბლეის ხელმძღვანელს იაელ ბრაუნ-პივეტს.

 

“იმ დროს, როდესაც რუსეთის თავდასხმები მუდმივად ძლიერდება ფრონტის ხაზზე და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ორი პრეზიდენტი განიხილავს ადგილზე არსებულ სიტუაციას და უკრაინის საჭიროებებს“, – განაცხადეს ელისეის სასახლეში.

 

მისივე ინფორმაციით, ასეთი შეხვედრა იქნება უკრაინის მხარდამჭერი კონფერენციის გაგრძელება, რომელიც პარიზში 26 თებერვალს გაიმართა. მაშინ საფრანგეთის პრეზიდენტმა პირველად დაუშვა დასავლეთის ქვეყნებიდან უკრაინაში ჯარების გაგზავნა.

 

Advertisement