ზელენსკი – ამ ომის ფინალი რუსებისთვის მარცხი იქნება, უკრაინელებისთვის გამარჯვება


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა და რუსეთი ომში სხვადასხვა რამისთვის იბრძვიან. ამიტომ, მისი ფინალი განსხვავებული იქნება თითოეული ქვეყნისთვის: რუსებისთვის – მარცხი, უკრაინელებისთვის – გამარჯვება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.
“ჩვენ არაფერს დავთმობთ, ჩვენ ვერ შეგვაშინებენ. უკრაინა დამოუკიდებელი, თავისუფალი, ერთიანი სახელმწიფოა და ყოველთვის ასე იქნება.
ჩვენ ვიბრძვით სხვადასხვა რამისთვის, ამ ბრძოლის ფინალი ყველასთვის განსხვავებული იქნება. მნიშვნელობით და ჟღერადობითაც კი – რუსულად ეს არის “სპეციალური ოპერაციის” ჩავარდნა. უკრაინულად ეს ნიშნავს ომში გამარჯვებას. ამიტომ იქნება უკრაინის სახელმწიფო“, – განაცხადა ზელენსკიმ სახელმწიფოებრიობის დღისადმი მიმართვაში, რომელსაც უკრაინა დღეს პირველად აღნიშნავს.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს