Logo

ზელენსკი - ამ თავდასხმის დროს უკრაინელმა დამცველებმა ყველა ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს, თუმცა პრობლემები არის

უკრაინა
243
Frontnews image description

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსული თავდასხმის დროს, უკრაინელმა დამცველებმა მოახერხეს ოკუპანტების მიერ გაშვებული ყველა ფრთოსანი რაკეტის განადგურება. სამიზნეების ჩამოგდებაში F-16-ები მონაწილეობდნენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები ძალიან კარგად მუშაობს — ჰაერში სამიზნეების 90% განადგურებულია. ამასთან, უკრაინისთვის ერთადერთი პრობლემა ბალისტიკური რაკეტების ჩამჭრელი სისტემების დეფიციტია.

"ჩვენ გვყავს გამანადგურებლები, გვაქვს F-16-ები, გვაქვს სხვა სისტემები, როგორიცაა Patriot, IRIS-T, NASAMS, ჩვენ ვანადგურებთ (დრონებს და რაკეტებს). მაგალითად, დღეს ჩვენმა F-16-ებმა და სხვა სისტემებმა გაანადგურეს ყველა ფრთოსანი რაკეტა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ბალისტიკური რაკეტების ჩამჭრელი სისტემების დეფიციტის საკითხი განიხილა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები