ზელენსკი – არ მივცემთ საშუალებას რუსეთს, გააძლიეროს თავისი ძალები და ტერორისა და გლობალური დესტაბილიზაციის ახალი სერია დაიწყოს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ G20-ის სამიტს მონაწილეებს მიმართა.
როგორც მან ონლაინ ჩართვისას განაცხადა, დადგა დრო, რომ დასრულდეს რუსეთის დამანგრეველი ომი უკრაინაში.
ზელენსკის თქმით, ომი შეიძლება დასრულდეს, თუ რუსეთი გაიყვანს თავის ჯარებს და ზარალის კომპენსაციას გადაიხდის.
“თქვენ არ უნდა შესთავაზოთ უკრაინას კომპრომისები სინდისით, სუვერენიტეტით, ტერიტორიით და დამოუკიდებლობით. ჩვენ პატივს ვცემთ წესებს და ჩვენ სიტყვის ხალხი ვართ. უკრაინა ყოველთვის იყო სამშვიდობო ძალისხმევის ლიდერი და ეს მსოფლიომ დაინახა. და თუ რუსეთი ამბობს, რომ სურს ამ ომის დასრულება, დაე, დაამტკიცოს თავისი ქმედებებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.
სამიტზე გამოსვლისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ “მინსკი-3” არ იქნება.
“ჩვენ არ მივცემთ საშუალებას რუსეთს გააძლიეროს თავისი ძალებიდა ტერორისა და გლობალური დესტაბილიზაციის ახალი სერია დაიწყოს. არ იქნება მინსკი-3, რომელსაც რუსეთი დაარღვევს დასკვნისთანავე”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს