Logo

ზელენსკი - აშშ-ს შეუძლია, რაიმე სახის ოპერაცია კადიროვთან, ამ მკვლელთანაც ჩაატაროს, იქნებ ეს პუტინმა დაინახოს და კარგად დაფიქრდეს

უკრაინა
316
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეერთებულ შტატებს შეუძლია, ისევე როგორც ვენესუელის ლიდერის ნიკოლას მადუროს დატყვევების შემთხვევაში, ჩაატაროს სამხედრო ოპერაცია ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის წინააღმდეგ, რათა ზეწოლა მოახდინოს რუსეთის ლიდერზე ვლადიმერ პუტინზე ომის დასრულებასთან დაკავშირებით.

"ამერიკელები ვფიქრობ, პროდუქტიულები არიან. ჩვენ კარგი შედეგები გვაქვს, მაგრამ ბოლომდე ზეწოლა არ არის. მათ რუსეთზე ზეწოლა უნდა მოახდინონ. მათ აქვთ ინსტრუმენტები და ეს შეუძლიათ და როდესაც ძალიან უნდათ, მათი პოვნა შეუძლიათ. მთავარია უკრაინა მათთვის პრიორიტეტი იყოს", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, აუცილებელია რუსეთზე ომის დასრულების მიზნით ზეწოლის ინსტრუმენტების პოვნა.

"აი, მადუროს მაგალითი. მათ ოპერაცია ჩაატარეს. შედეგი ყველამ, მთელმა მსოფლიომ ნახა. მათ ეს სწრაფად გააკეთეს. დაე, რაიმე სახის ოპერაცია კადიროვთან, ამ მკვლელთანაც ჩაატარონ. იქნებ შემდეგ ეს პუტინმა დაინახოს და კარგად დაფიქრდეს", – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

3 იანვარს ამერიკულმა სპეცრაზმმა "დელტამ" ვენესუელის ლიდერი ნიკოლას მადურო დააკავა და ქვეყნიდან გაიყვანა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები