
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა და შეერთებული შტატები ახალ შეხვედრაზე მუშაობენ. სახელმწიფოს მეთაური დადებით შედეგებს მომავალ კვირას ელოდება.
“დღეს ჩვენმა გუნდებმა – უკრაინამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა – დაიწყეს შეხვედრაზე მუშაობა. ანდრეი ერმაკმა და მაიკლ ვოლცმა ისაუბრეს, არის პოზიტიური მოძრაობა. იმედი გვაქვს, რომ პირველი შედეგები მომავალ კვირას იქნება”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა ამჟამად უამრავ საერთაშორისო სამუშაოს ასრულებს. კერძოდ, დღეს, 5 მარტს, პრეზიდენტი ნიდერლანდების, პორტუგალიისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრებს, ასევე გერმანიის კანცლერს ესაუბრა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროპელ ლიდერებს მხარდაჭერისთვის.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა აქტიურად ემზადება ევროკავშირის სამიტისთვის, რომელიც ხვალ, 6 მარტს, ბრიუსელში გაიმართება.
“ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი გვაქვს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს