ზელენსკი ათენში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი უკვე დაეშვა ათენის აეროპორტში.
უკრაინის პრეზიდენტს აეროპორტში საბერძნეთის ვიცე-პრემიერი დახვდა, რომელთანაც ზელენსკიმ მოკლე საუბარი გამართა.
ვიზიტის მთავარი თემებია ვერტიკალური თხევადი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების დერეფნის შექმნა და კიევსა და ათენს შორის ახალი ენერგეტიკული შეთანხმების მომზადება. მოსალოდნელია, რომ ეს შეთანხმება უკრაინის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას გააძლიერებს.
ათენში ყოფნის დროს ზელენსკი ქვეყნის ხელმძღვანელობასთან - პრეზიდენტთან და პრემიერთან შეხვედრებს გამართავს. მოლაპარაკებების შემდეგ დაგეგმილია პრესკონფერენციები და დელეგაციების გაფართოებული შეხვედრა.
ეს ზელენსკის მეორე ვიზიტია ათენში - პირველად ის 2023 წლის აგვისტოში იმყოფებოდა.
ათენში ზელენსკის ახალი ევროპული ტურნეს ფარგლებში იმყოფება, საიდანაც ის პარიზსა და მადრიდში გაემგზავრება.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


