ზელენსკი ბახმუტში ჩავიდა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი დაუანონსებელი ვიზიტით დონეცკის ოლქში, ბახმუტში ჩავიდა, სადაც ბრძოლები ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.
ბახმუტში ზელენსკი სამხედროებს შეხვდა და გაესაუბრა.
უკრაინის პრეზიდენტმა დამცველებს ჯილდოებიც გადასცა.
“ჩვენ მივლინებაში ვართ. დღეს დიდი სრულმასშტაბიანი ომის მე-300 დღეა და პრეზიდენტმა ბახმუტში დააჯილდოვა ჩვენი საუკეთესო დამცველები, რომლებიც იცავენ ჩვენს აღმოსავლეთ ციხეს – ბახმუტს. მთავარი მტრის ძალები ახლა იქ არის კონცენტრირებული, მაგრამ არაფერი გამოსდით“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ქალაქი უკვე დატოვა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს