
ავტორი
Front News საქართველო
ბელარუსში, რუსეთის გავლენით, უკრაინის საზღვართან სამხედრო ინფრასტრუქტურა შენდება. მინსკმა უკვე მიიღო სიგნალები, რომ ეს უნდა შეწყდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ოლეგ ლუგოვსკიმ მას ბელარუსში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მისივე თქმით, ბელარუსში უკრაინის საზღვრის გასწვრივ საგზაო ინფრასტრუქტურის, საბრძოლო მასალისა და საწვავის შესანახი ობიექტების მშენებლობა სრულდება. ეს ობიექტები სამხედრო დანიშნულების გარდა სხვა დანიშნულებას არ ემსახურება.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ბელარუსმა უკვე მიიღო სიგნალები უკრაინისგან ასეთი საქმიანობისა და რუსეთთან თანამშრომლობის ყველა სხვა ფორმის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ომის გახანგრძლივებას ან ესკალაციას.
"ბელარუსმა იცის, რა ნაბიჯებია საჭირო მისი მხრიდან მშვიდობის მისაღწევად. აგრესიისთვის სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარება უნდა შეჩერდეს. დეესკალაციისა და მშვიდობისკენ მიმართული ნაბიჯები სწორედ ბელარუსმა უნდა გადადგას", - განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს