ზელენსკი - ჩვენ არ ვართ ბავშვები სათამაშო მოედანზე, პუტინი მკვლელია, რომელიც პარკში ბავშვების მოსაკლავად მოვიდა


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ არ არის ბავშვების ჩხუბი სათამაშო მოედანზე, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ არის დამნაშავე იმაში, რომ მას არ შეუძლია სიტუაციის სრულად გააზრება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ორი დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინა და რუსეთი ორ პატარა ბავშვს შეადარა, "რომლებიც გიჟებივით ჩხუბობენ, ზოგჯერ, მათ არ უნდათ გაშველება, ზოგჯერ კი უკეთესია, გაჩერდე და მისცე უფლება, ცოტა ხანს იჩხუბონ, შემდეგ კი გააშველო".
"საქმე პრეზიდენტ ტრამპს არ ეხება. სინამდვილეში, საქმე ნებისმიერ ადამიანს ეხება, რომელიც ათასობით მილის დაშორებით იმყოფება და ამ ტკივილის სრულად განცდა და გაგება არ შეუძლია“, - ასე უპასუხა ზელენსკიმ ამ განცხადებას გადაცემა This Week-ში.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის და ვლადიმერ პუტინი სათამაშო მოედანზე მყოფი ბავშვები არ არიან.
"ის (პუტინი) მკვლელია, რომელიც ამ პარკში ბავშვების მოსაკლავად მოვიდა“, - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ არ სჯერა რუსი დიქტატორის მშვიდობისკენ სწრაფვის სურვილის და მოუწოდებს ტრამპს და დასავლეთს, რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციები დააწესონ.
აშშ-ის საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის სწრაფად დასრულების პირობა არაერთხელ დადო. მან ისიც კი თქვა, რომ ამის გაკეთება 24-48 საათში შეეძლო, თუმცა, თეთრ სახლში მისვლის შემდეგ, მან ფაქტობრივად უარი თქვა ამ დაპირებებზე. მისმა გუნდმა განმარტა, რომ ეს განცხადებები "ხუმრობა" იყო.
ტრამპი კვლავ ცდილობს უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის მიღწევას საკუთარი გზით. პუტინთან მან ორი სატელეფონო საუბარი გამართა, თუმცა მისი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შეჩერება ვერ შეძლო.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა