Logo

ზელენსკი – ჩვენ გაფრთხილებდით, რომ ტერორისტი არ შემოიფარგლება ჩვენი სახელმწიფოს საზღვრებით, ჩვენ პოლონეთის გვერდით ვართ

უკრაინა
1106
Frontnews image description

უკრაინამ უკვე რამდენჯერმე გააფრთხილა ყველა, რომ რუსეთი ჩვენი სახელმწიფო საზღვრებით არ შემოიფარგლება, ეს მოხდა დღეს, როცა ოკუპანტებმა პოლონეთს დაარტყეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა.

 

“დღეს მოხდა ის, რასაც დიდი ხანია, ვაფრთხილებდით. ტერორისტი არ შემოიფარგლება ჩვენი სახელმწიფო საზღვრებით. რუსული რაკეტები პოლონეთს მოხვდა. რამდენჯერ თქვა უკრაინამ, რომ ტერორისტული სახელმწიფო ჩვენი ქვეყნით არ შემოიფარგლება?”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

მისი თქმით, რაც უფრო დიდხანს იგრძნობენ რუსები დაუსჯელობას, მით მეტი საფრთხე იარსებებს ყველა ქვეყნისთვის, რომელზეც შეიძლება მიაღწიოს აგრესორი ქვეყნის რაკეტებმა.

 

“ნატო-ს ტერიტორიაზე რაკეტებით დარტყმა, ეს არის რუსული სარაკეტო თავდასხმა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე! ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ესკალაცია. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ახლა კი მინდა ვუთხრა ყველა ჩვენს პოლონელ ძმებსა და დებს: უკრაინა ყოველთვის დაგიჭერთ მხარს! თავისუფალ ადამიანებს ტერორი ვერ გატეხს! გამარჯვება შესაძლებელია, როცა შიში არ არის! და ჩვენ ეს შიში არ გვაქვს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement