ზელენსკი – ჩვენ გვჭირდება მეტი შესაძლებლობა რუსეთზე საპასუხო დარტყმისთვის


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინას სჭირდება მეტი შესაძლებლობა, რომ დაარტყას რუსეთს სუმის რეგიონში, ბელოპოლიეს ცენტრის დაბომბვის საპასუხოდ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“ამჟამად, ჩვენს ქალაქ ბელოპოლიეში, სუმის რეგიონში, ქალაქის ცენტრზე რუსების მართვადი საჰაერო ბომბის დარტყმის შემდეგ სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. დაზიანდა შენობები, არიან დაშავებულები, ამ დროისთვის ცნობილია ერთი დაღუპულის შესახებ.
უკრაინას ტერორისტულ სახელმწიფოზე საპასუხოდ დარტყმისთვის მეტი შესაძლებლობა სჭირდება – სამხედრო, სანქციები, ეკონომიკური, სამართლებრივი და სხვა შესაძლებლობები.
ოკუპანტი სხვას ვერაფერს გაიგებს. მხოლოდ ძალა, მხოლოდ საკუთარი, რუსული დანაკარგები. ჩვენ ეს უნდა უზრუნველვყოთ – მსოფლიოში ყველამ, ვინც ნამდვილად აფასებს მშვიდობას და ისწრაფვის მშვიდობისკენ”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს