ზელენსკი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ომის სწრაფად დასრულებას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ტერიტორიის ნაწილს დავთმობთ

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ომის სწრაფად დასრულებას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინა მზადაა დათმოს ტერიტორია.
პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ შეერთებული შტატები, სავარაუდოდ, ომის დასრულებას 4 ივლისამდე, აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილემდე ცდილობს.
"რაც შეეხება 4 ივლისს, ანუ იმას, სურთ თუ არა შეერთებულ შტატებს თუ პრეზიდენტ ტრამპს ომის დასრულება, მე მხოლოდ შემიძლია მხარი დავუჭირო ასეთ პოზიციას, თუ აშშ-ის პრეზიდენტმა ნამდვილად განაცხადა ამის შესახებ. ეს ჩემთვის ახალი ინფორმაციაა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესი დინამიურია და სიტუაცია სწრაფად იცვლება.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, აბუ-დაბიში და შვეიცარიაში შეხვედრების დროს უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა განიხილეს ომის სწრაფად დასრულების შესაძლებლობა.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მხარს უჭერს სწრაფი მოგვარების ფორმატს, მაგრამ არსებობს პრინციპული ზღვარი.
"უკრაინა ყოველთვის მხარს უჭერდა სწრაფ გადაწყვეტილებებს. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებაზე და ომის დასრულების შესახებ, ჩვენ უპირობოდ ვუჭერთ მხარს ამ ტიპის დაჩქარებულ პროცესს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ტერიტორიის ნაწილს დავთმობთ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




