ზელენსკი – ჩვენ საბოლოოდ უნდა ვაღიაროთ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ აღიარონ.
“ვითარება ძალიან მძიმეა, განსაკუთრებით დონბასსა და ხარკოვში, სადაც მტერი გარკვეული წარმატების მიღწევას ცდილობს. ოკუპანტების სამიზნე ლისიჩანსკი, სევეროდონეცკი, ბახმუტი, პოპასნა და სხვა დიდი ქალაქებია. მტერს დაბლოკილი აქვს ხერსონის ოლქი და ადამიანებს გამოსვლის უფლებას არ აძლევენ, ტყვედ ჰყავთ აყვანილი. ჩვენი მცველები მედგრად დგანან. ყოველდღე ვცდილობთ ჩვენი არმიის გაძლიერებას. ვცდილობთ, იარაღით აქტიურად მოვამარაგოთ. ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენს პარტნიორებზე და მათ დახმარებაზე.
რუსეთის ტერორისტ სახელმწიფოდ უნდა გამოაცხადონ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს აუცილებლად მოხდეს. ეს უბრალოდ სიმართლეა. ეს არის სამართლიანი და ასახავს ყოველდღიურ რეალობას, რომელიც ოკუპანტებმა უკრაინაში შექმნეს და ამის შემდგომ ევროპაში გატანა ძალიან სურთ. ეს იურიდიულად გამყარებული უნდა იყოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს