Logo

ზელენსკი – ჩვენი გამარჯვება იქნება დღესასწაული მთელი უკრაინისა და მსოფლიოსთვის

უკრაინა
1255
Frontnews image description

8 მაისს მსოფლიოს ხალხთა უმეტესობა იხსენებს ნაციზმზე გამარჯვების სიდიადეს, 8 მაისს მსოფლიო პატივს სცემს ყველას ხსოვნას, ვისი სიცოცხლეც ომმა შეიწირა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

 

მისი თქმით, უკრაინის უმაღლეს რადას წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 8 მაისის 1939-1945 წლების მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე ხსოვნისა და გამარჯვების დღედ დაწესებას.

 

“ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ უკრაინელი ხალხის წვლილს ნაციზმზე გამარჯვებაში. და არ ვიტყუებით, რომ ამ ომში გამარჯვება შეიძლებოდა მომხდარიყო რომელიმე ქვეყნისა და ხალხის მონაწილეობის გარეშე. როგორც მაშინ ერთად გავანადგურეთ ბოროტება, ასევე ახლა ჩვენ ვანადგურებთ ანალოგიურ ბოროტებას. სამწუხაროდ, ბოროტება დაბრუნდა, თუმცა აგრესორი ახლა სხვაა, მას აქვს იგივე მიზანი – დამონება ან განადგურება და როგორც მაშინ თავისუფალი ხალხების საერთო ძალას ვეყრდნობოდით, ახლაც თავისუფალ სამყაროსთან ერთად ვიბრძვით ბოროტების წინააღმდეგ თავისუფალ ევროპასთან ერთად. ჩვენ გავიმარჯვებთ! იქნება ჩვენი გამარჯვების დღე – უკრაინის გამარჯვების დღე. ეს იქნება!” – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისი თქმით, მრავალი წლის წინ კონტინენტზე დამკვიდრდა ტრადიცია 9 მაისს ევროპის დღის აღსანიშნავად – მიღწეული მშვიდობისა და ერთიანობის საზეიმოდ.

 

“სწორი იქნება ევროპის დღე მთელ თავისუფალ ევროპასთან ერთად აღვნიშნოთ. სწორედ ამიტომ, დღეს მე ხელი მოვაწერე განკარგულებას და ამიერიდან, ყოველ 9 მაისს პატივს მივაგებთ ჩვენს ისტორიულ ერთობას – ყველა ევროპელის ერთობას, ვინც გაანადგურა ნაციზმი და დაამარცხებს რაშიზმს.

 

მარადიული ხსოვნა ყველა მათგანს, ვინც მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა! დიდება თითოეულს, ვინც იბრძოდა ნაციზმის წინააღმდეგ და გაიმარჯვა! დიდება ყველა ჩვენს სხვადასხვა დროის გმირებს, რომელთაც წინაშე ვალში ვართ ჩვენი სიცოცხლე!”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, “დადგება დღე, როცა უკრაინის მიწიდან ბოლო ოკუპანტს განვდევნით”.

 

”დღე, როდესაც ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს ყველა ქალაქს და სოფელს. დღე, როდესაც უკრაინაში კომენდანტის საათს შეცვლის მშვიდობის პირველი წუთები. როდესაც ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ საჰაერო განგაში, როდესაც ჯარისკაცები დაბრუნდებიან ოჯახებში, ხოლო მიგრანტები – საკუთარ სახლებში. როდესაც ჩვენ შევძლებთ უსაფრთხოდ ვიმოგზაუროთ ჩვენს ქვეყანაში და აღმოვაჩინოთ მისი სილამაზე ისევ და ისევ, როდესაც შევხვდებით უკრაინის სტუმრებს, უკრაინის მეგობრებს ჩვენს აეროპორტებში ბორისპოლში, სიმფეროპოლში და ჩვენს სხვა ქალაქებში. თავისუფალი უკრაინის თავისუფალი ქალაქებში!” – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისი თქმით, უკრაინა არ დაკარგავს საკუთარს, ის დააბრუნებს მტრის მიერ მიტაცებულს, აღადგენს დანგრეულს და დაიცავს ყველაფერს.

 

“ჯერ არ ვიცით როდის იქნება გამარჯვება, მაგრამ ვიცით, რომ ეს იქნება დღესასწაული მთელი უკრაინისთვის, მთელი ევროპისთვის, მთელი თავისუფალი სამყაროსთვის. იქნება დღესასწაული ყველა ჩვენი გმირისთვის – ჩვენი დამცველებისთვის, მთელი ჩვენი ხალხისთვის, ვინც იბრძვის და მუშაობს ჩვენი გამარჯვებისთვის, ყველა ჩვენი მოკავშირისა და პარტნიორისთვის, რომელიც ჩვენი გამარჯვებისთვის იბრძვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement