ზელენსკი – ჩვენი განადგურება ოდესღაც შიმშილით სურდათ, ახლა სიბნელით და სიცივით, ჩვენ ვერ გაგვტეხენ


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინელების განადგურება ოდესღაც შიმშილით სურდათ, ახლა სიბნელით და სიცივით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჰოლოდომორის წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელა.
“უკრაინელებმა გამოიარეს ძალიან საშინელი რამ. ამასთან ერთად, შეინარჩუნეს დაუმორჩილებლობის უნარი და თავისუფლების სიყვარული. ჩვენი განადგურება ოდესღაც შიმშილით სურდათ, ახლა სიბნელით და სიცივით. ჩვენ ვერ გაგვტეხენ. ჩვენი ცეცხლი არ ჩაქრება. ჩვენ კვლავ დავამარცხებთ სიკვდილს“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელქში.
1932-1933 წლებში უკრაინაში მასობრივ შიმშილს – ჰოლოდომორს სხვადასხვა მონაცემებით, რამდენიმე მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.
26 ნოემბერი უკრაინაში, ჰოლოდომორის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნის დღეა. უკრაინელები ფანჯრებში სანთლებს ანთებენ.
მსოფლიო ქვეყნების ნაწილი 1930-იან წლებში, უკრაინაში მომხდარ მოვლენებს უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებს.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს