ზელენსკი – ჩვენს პარტნიორებთან ერთად დამატებით თავდაცვის პაკეტებზე ვმუშაობთ

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა მუშაობს დამატებით თავდაცვის პაკეტებზე შეიარაღებული ძალებისთვის სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორებთან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
”პარტნიორების მხრიდან კიდევ ერთი კარგი ამბავია. საჯაროდ შეიძლება ითქვას, რომ შეერთებული შტატებიდან არსებობს ახალი თავდაცვის პაკეტი”, – აღნიშნა მან.
მისი თქმით, მთლიანი მოცულობა 1 მილიარდი 200 მილიონი დოლარია.
”მადლობა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, კონგრესს – ორივე პარტიას და ყველა ამერიკულ ოჯახს უცვლელი მხარდაჭერისთვის და ამერიკული ძალისთვის, რაც ძალას გვაძლევს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინა ასევე მუშაობს სხვა პარტნიორებთან ერთად დამატებით თავდაცვის პაკეტებზე, რითაც ქვეყანა ცდილობს დაამატოს ახალი შესაძლებლობები მეომრებისთვის.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ დღეს განაცხადა.
1,2 მილიარდი დოლარის ახალი პაკეტი მიზნად ისახავს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას და უკრაინის საჭიროებების უზრუნველყოფას საარტილერიო საბრძოლო მასალებში.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


