ზელენსკი – ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ომის დასრულების გეგმა, რომელსაც მხარს დაუჭერს მსოფლიოს უმრავლესობა


ავტორი
Front News საქართველო
გარდა იმისა, რომ ბრძოლის ველზე ძლიერი იყოს, უკრაინამ ასევე უნდა შეიმუშაოს მკაფიო სამშვიდობო გეგმა, ის მზად უნდა იყოს მიმდინარე წლის ბოლომდე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სამშვიდობო სამიტის შემდეგ კიევი მუშაობს სამ დეტალურ გეგმაზე, რომლებიც ეხება ენერგეტიკას, სასურსათო უსაფრთხოებას და გაცვლას, მასთან დაკავშირებით გეგმა უახლოეს მომავალში მომზადდება. ასევე შემუშავდება ყოვლისმომცველი გეგმა უკრაინის სამშვიდობო ფორმულის სხვა პუნქტებისთვისაც, რომელიც მოგვიანებით პარტნიორების მაგიდაზე დაიდება.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ომის დასრულების გეგმა, რომელსაც მხარს დაუჭერს მსოფლიოს უმრავლესობა. ეს არის დიპლომატიური გზა, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ. გარდა ამისა, როგორც გითხარით, ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, უკრაინა ზრდის ტექნოლოგიის, დრონების, არტილერიის წარმოებას, რათა უფრო ძლიერი იყოს ბრძოლის ველზე.
“მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა იყოს ძლიერი, რადგან რუსეთის ფედერაციას არაფერი ესმის, გარდა ძალისა და არავის სცემს პატივს ძლიერების გარდა. ანუ ეს არის ორი პარალელური რამ: ვიყოთ ბრძოლის ველზე ძლიერი და შევიმუშაოთ მკაფიო გეგმა, დეტალური გეგმა და ის მზად იქნება წელს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს