ზელენსკი – ჩვენც ნატო-ს წევრი ქვეყნების დონეზე ვართ და სამართლიანი იქნებოდა, ვიყოთ იმავე უსაფრთხოების ალიანსში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის გაწევრიანება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში სამართლიანი იქნება, რადგან უკრაინული ძალები იმავე დონეზე არიან, როგორც ნატო-ს ქვეყნებში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.
“დარწმუნებული ვართ, რომ უკვე ვაჩვენეთ ჩვენი ძალების შესაძლებლობები მთელს მსოფლიოს მომზადების დონის, ჩვენი თავდაცვის სისტემის სტაბილურობის თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ ჩვენც იმავე დონეზე ვართ, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყნები და ვფიქრობ, სამართლიანი იქნებოდა, რომ ვიყოთ იმავე უსაფრთხოების წრეში და იმავე უსაფრთხოების ალიანსში“, – განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.
ამასთან, მისი თქმით, თუ ნატოსკენ მიმავალი გზა იმაზე მეტ ხანს გაგრძელდება, ვიდრე უკრაინას სურს, მაშინ ქვეყანას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება.
“რადგან ყველა ამბობს, რომ ნატოს კარი ღიაა, მაგრამ უნდა მიაღწიო იმ კარამდე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს