Logo

ზელენსკი – დაღუპულთაგან ორი ბავშვია, რომელთა ამოცნობა შეუძლებელია, მათი მშობლების ბედი უცნობია

უკრაინა
1037
Frontnews image description

ჩერკასის რაიონში, უმანზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. სამაშველო ოპერაცია გრძელდება და გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ დავრწმუნდებით, რომ ნანგრევებში აღარავინ დარჩა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

 

“უმანი. სამაშველო ოპერაცია გრძელდება. უკვე 13 დაღუპულია. მათგან ორი ბავშვია, რომელთა ამოცნობა შეუძლებელია. მათი მშობლების ბედი უცნობია”, – წერს ზელენსკი.

 

ზელენსკის თქმით, მაშველები იმუშავებენ მანამ, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ ნანგრევების ქვეშ სხვა არავინ დარჩა.

 

“ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ყველა მათ, ვინც ამ აგრესიას შეეწირა. ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ რუსული ტერორი მხოლოდ ერთად – იარაღით უკრაინისთვის, ყველაზე მკაცრი სანქციებით ტერორისტული სახელმწიფოს წინააღმდეგ, სამართლიანი სასჯელი მკვლელებისთვის”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

უკრაინის შსს-ს მონაცემებით, ამ დროისთვის უკვე 15 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.

თაგები:

უმანი
Advertisement