ზელენსკი – დანილოვი სხვა მიმართულებაზე გადადის


ავტორი
Front News საქართველო
ოლექსი დანილოვს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ, სხვა მიმართულებით გადაიყვანენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“მადლობელი ვარ ალექსეი დანილოვის უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობაზე მუშაობისთვის. ის სხვა მიმართულებაზე გადადის – ამის შესახებ მოგვიანებით”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პოსტზე ალექსანდრე ლიტვინენკო დაინიშნა.
პრეზიდენტის თქმით, ის უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელობის გამოცდილებას შეუთავსებს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს წინაშე დავალებებს.
“ოლეგ ივაშჩენკო გახდა საგარეო დაზვერვის ახალი ხელმძღვანელი. მას აქვს შესაბამისი გამოცდილება”, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს