ზელენსკი დნესტრისპირეთისა და აფხაზეთის დეოკუპაციისთვის პლატფორმების შექმნის ინიციატივით გამოდის


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი მსოფლიოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად დიპლომატიური პლატფორმების შექმნის ინიციატივით გამოდის.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, როდესაც უკრაინა მიაღწევს თავის კანონიერ სახელმწიფო საზღვრებს და დაიბრუნებს, მათ შორის ყირიმს, ქვეყანას დასჭირდება საერთაშორისო საზოგადოების გამოცდილება – უსაფრთხოების, პოლიტიკურ, სამართლებრივ, ეკონომიკურ, სოციალურ და ინფრასტრუქტურულ სფეროებში, რათა ყირიმში სრულფასოვანი ცხოვრება დაბრუნდეს.
“ჩვენ უნდა ვაქციოთ ყირიმის პლატფორმის ფორმატი სხვა ჰუმანიტარული და დიპლომატიური პლატფორმების სტარტად, რომელიც ხელს შეუწყობს ოდესღაც დამონებული სხვა ტერიტორიების დეოკუპაციას – დნესტრისპირეთიდან და აფხაზეთიდან ჩრდილოეთ ტერიტორიებამდე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერებს სთხოვა, აუცილებლად ეწვიონ ოკუპანტებისგან განთავისუფლებულ უკრაინულ, მშვიდობიან ყირიმს მაშინვე, როგორც კი იქ უკრაინის დროშა დაბრუნდება.
“სანამ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გრძელდება, ჩვენ გვჭირდება საკმარისი და დროული მხარდაჭერა – თავდაცვის, ფინანსური და სანქციების კუთხით”, – განაცხადა ზელენსკიმ და საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვა, დაიცვას უკრაინის მხარდაჭერა და მუდმივად გააძლიეროს იგი, რადგან ეს არის მომავალი მშვიდობის საფუძველი.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს